გრავიტაციული ტალღები ნამდვილად არსებობს
ასტროფიზიკოსებმა რელაქტიური მიკროტალღური გამოსხივების სახასიათო სურათი აღმოაჩინეს, რომელიც გრავიტაციული ტალღების და სამყაროს ინფორმაციული მოდელის სამართლიანობის არსებობის მტკიცებულებას წარმოადგენს. მრავალი მეცნიერის სიტყვებით, აღმოჩენის დამტკიცების შემდეგ, შესაძლოა მათ ნობელის პრემიაც კი მიიღონ. პუბლიკაციები აღმოჩენის რეზულტატების შესახებ ანტარქტიდის ობსერვატორიის ვებგვერდზეა განთავსებული. მეცნიერებმა შეძლეს, აღმოეჩინათ ე.წ. რელიქტიური გამოსხივების B-მოდი.
,,B-მოდ’’=ში იგულისხმება სამყაროს მიკროტალღური ,,სურათი“. თანამედროვე კოსმოლოგიის თანახმად, ეს საივრცეში გრავიტაციული ტალღების გავრცელების შედეგად აღმოცენდება. აღმოჩენის მნიშვნელობა, პირველ რიგში, ის არის, რომ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება გრავიტაციული ტალღების არსებობისა, რომელიც ჯერ კიდევ ალბერტ ეინშტაინმა იწინასწარმეტყველა. მეორე, იგი საშუალებას მოგვცემს, პირველად ჩავიხედოთ სამყაროს არსებობის წამიერებაში, ვინაიდან ინტენსივობაზე დაფუძნებით B- მოდით ადრეული დროის ენერგიის განსაზღვრა შეიძლება. და მესამე – აღმოჩენაში საუბარია გრავიტაციის კვანტურ პერიოდზე, რადგან გრავიტაციული ტალღების მონაცემებს ფაქტობრივად კვანტურ – მექანიკური მიზეზები გააჩნიათ. გამოკითხული ექსპერტების აზრით, ჰარვარდ -სმიტსონის ცენტრის ასტროფიზიკოსები შეიძლება მივიჩნიოთ ყველაზე მოწინავეთა შორის, რომელთაც დააჩქარეს სამყაროს გაფართოება სხვადასხვა საკვანძო აღმოჩენით.