რუსეთმა აფხაზეთში ახალი ჯავშანტრანსპორტიორები შეიყვანა

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დამატებითი ჯავშანტექნიკა მიიღეს – ეს ჯავშანტრანსპორტიორები და მოძრავი სადაზვერვო პუნქტებია. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის საჯარისო ნაწილებს შეიარაღებაში მიმდინარე წელს უახლესი საბრძოლო ტექნიკა გადაეცა – ესენია ჯავშანტანსპორტიორები БТР-82АМ, მოძრავი სადაზვერვო პუნქტები ПРП-4А „არგუსი“ და ავტომობილები „კამაზ-53212“, – ნათქვამია ამ ინფორმაციაში.
ამ ინფრომაციის მიხედვით, ეს ჯავშანტრანსპორტიორები უფრო ძლიერი ძრავით და ჯავშნით არიან აღჭურვილები. მათზე დაყენებულია 30-მილიმეტრიანი ქვემეხი, ასევე 7,72-მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი. ასევე თვალთვალის და დამიზნების განახლებული სისტემები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები