მამაკაცს მდუღარე ბადაგი გადაესხა და სხეულის დამწვრობა მიიღო

კახეთის ერთ-ერთ სოფელში რთვლის პროცესი ქეიფის ნაცვლად დამწვრობით დასრულდა. 50 წლის მამაკაცს ადუღებული ბადაგი სხეულზე გადაესხა და დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, კლინიკაში დამწვარი პაციენტი რეანომობილით გადმოიყვანეს. მისი თქმით, პაციენტი სამედიცინო დაწსებულების რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„50 წლის მამაკაცმა რთვლის შემდეგ, როგორც წესი, ყურძენი დააბინავა. თათარობისთვის მზადების დროს, შემთხვევით ცხელი ბადაგი გადაესხა და სხეულის 35-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო. დამწვარი აქვს მუცელი, ბარძაყები და ფეხის წვივები. პაციენტმა მე-2-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. იგი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები