ოკუპირებული სახმრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის ოქტომბერში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს ცხრა მოქალაქეა დაკავებული. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ხუთი მოქალაქე ერთი კვირის განმავლობაში დააკავეს.
როგორც ე.წ. სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, საქართველოს ერთი მოქალაქე ე.წ. საზღვრის გადასვლისას ზნაურის რაიონში დააკავეს, ხოლო ოთხი – ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე.
ამჟამად მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი განიხილება.