„შეყვარებული – სახელად „ბალეტი“ და პროფესია – „ოპერა“ – ნინო ჩიქოვანის ახდენილი ოცნებების სამყარო…

„ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი ხშირად იწყება და ყოველი ახალი, მორიგი ოცნების ახდენაა“ – ნინო ჩიქოვანი ხელოვნების საიდუმლოებებზე და საკუთარ „რთულ“ არჩევანზე გვიყვება. 
როგორ დაიწყო…
ხშირად ვხუმრობ, როცა დავიბადე, პირდაპირ ხელოვნების გზაზე დავდექი. დედა პიანისტი მყავს, ნათლია ბალეტის პედაგოგი. ყველა ბავშვის ოცნებაა, გახდეს ბალერინა. ჩემს შემთხვევაში სასწაული მოხდა, ჩემი თანატოლები თუ კაბებს თოჯინებს უკერავდნენ, მე უკვე ბალერინის სამოსი მეცვა და ვცეკვავდი. ჯერ საბალეტო წრეზე დავდიოდი, შემდეგ საბალეტო ხელოვნების აკადემიაში ჩავაბარე. პარალელურად ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე მუსიკალურში საგუნდო-სადირიჟორო დავამთავრე. გადავედი ჩასაბერ საკრავზე – ფაგოტზე და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ვოკალური განათლება უნდა მიმეღო. ჩავირიცხე კონსერვატორიაში და ასე მივედი ჩემს ამჟამინდელ პედაგოგამდე ნატალია ვოლჩენკოსთან. 1552913_1147943228567617_817338139_n

– ადვილად ყვები, თუმცა არჩევანის გაკეთება მოგიწია…
– ყველაფერი თავისით მოხდა. დედამ გამიკვლია გზა ხელოვნებისკენ და მეც ამ გზას მივყვები. არჩევანი გავაკეთე, თუმცა, უფრო მართალი იქნება, ვთქვა, რომ ოპერამ თავად ამირჩია. კონსერვატორიის მეოთხე კურსზე ვსწავლობ და ჩემი ყოველი დღე მუსიკაა. ბალეტი კი სიყვარული გახდა… პროფესიონალურად ვეღარ ვცეკვავ, მაგრამ ბავშვობის ბალერინა ჩემში ისევ არის.
– აღმოჩნდა, რომ გაქვს იშვიათი ხმა – მეცო-სოპრანო. რა მოგიტანა შენმა განხვავებულმა ნიჭმა?12064043_1147943221900951_1466038924_n
– ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხმის დამსახურებით შემიძლია შევასრულო ჯუზეპე ვერდის „ტრუბადურიდან“ – აზუჩენას პარტია. კონსერვატორიის კონცერტებში მონაწილეობას მუდმივად ვღებულობ, ასევე ჩემთვის დიდი პატივი იყო პატრიარქის აღსაყდრების 75-ე წლის იუბილეზე უწმინდესის მესა „სანქტუსის“ შესრულება. მაქვს ნამღერი „ფიგაროს ქორწინებაშ“.
– შენს ცხოვრებაში განსაცდელი და წარმატებები ერთდროულად მოდის…
– 21 წლის ვიყავი, კონსერვატორიაში მოულოდნელად გონება დავკარგე. დიაგნოზი თავის ტვინის ვენურ-არტერიული მალფორმაცია აღმოჩნდა. ყველაფრის იმედი გამიქრა, მომავალს ვეღარ ვხედავდი… როცა ხელოვნებაში ხარ, გიწევს სცენაზე ყოფნა და უცებ ამ ყველაფერს წყდები, ეს იმხელა ტრაგედიაა, ტანჯვაა, ფიზიკური და სულიერი განცდაა. ამ პერიოდში ადამიანების გვერდში დგომა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და ასეც მოხდა, კონსერვატორია, ჩემი სკოლა (51-ე საჯარო სკოლა), ჯანდაცვის სამინისტრო და პედაგოგი ნატალია ვოლჩენკო და ნინო სურგულაძე ჩემთან ერათად ებრძოდნენ ავადმყოფობას. თუმცა მე ვფიქრობ, რომ როდესაც ცუდი ხდება, მას აუცილებლად აქვს დადებითი მხარე. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ნინო სურგულაძე… და ვიგრძენი, რომ მე კიდევ ვიმღერებ, ისევ დავდგები სცენაზე.
– ნინო სურგულაძე, კონცერტი ვარსკვლავებთან…12067999_1147943235234283_785934885_n
– თბილისში არ ვიყავი, ნინომ დამირეკა და მითხრა სასწრაფოდ უნდა დაბრუნდე და ფილარმონიაში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად იმღეროო. ეს იყო სხივი იმ ბურუსში, რომელიც ჯერ კიდევ ჩემს გარშემო იყო. წელიწადნახევარი პაუზა მქონდა, არ მიმღერია. ოპერის მომღერლისთვის ეს ძალიან დიდი დროა, ხმა ფორმას კარგავს. ამის გამო 10 დღე ძალიან რთული ვარჯიშების დაძლევა მომიწია… და ასე დავბრუნდი. იტალიიდან ჩამოვიდნენ ოპერის ვარსკვლავები და მათთან ერთად ქართველი მსმენელის წინაშე ვიდექი. ეს კონცერტი ჩემთვის ყველაზე საჭირო სტიმული იყო.
– შეასრულე ბალეტში „მომაკვდავი გედი“ და ოპერაში „კარმენი“…
– ყველა მეცოს ოცნებაა, იმღეროს „კარმენი“. თვითონ სპექტაკლ „კარმენში“ არ მითამაშია, თუმცა ამ ოპერიდან არიებს ვასრულებ. ასევე ჩემი საოცნებო პარტიაა დალილა. რაც შეეხება ბალეტს, ვცეკვავ „მომაკვდავ გედს“, ვფიქრობ, ემოციური და ფსიქოლოგიური დატვირთვა, რაც ამ დროს მოდის, ჩემთან ძალიან ახლოსაა.
– როგორია ნინო ჩიქოვანის სახლი, რას უკავშირდება შენი ბავშვობის გატაცებები…12166828_1147943231900950_1356072239_n
– ბავშვობიდან ვაგროვებ პუანტებს. ჩემი სახლი ვეღარ იტევს, კოლოსალური რაოდენობის მაქვს. ვაგროვებდი ცნობილი ბალერინების ფოტოებს და გაზეთებში მათზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს.
სცენაზე გასვლის წინ, რამე რიტუალი ხომ არ გაქვს და ვინ არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი შემფასებელი შენთვის ამ დროს.
განსაკუთრებული რიტუალი არ მაქვს. ყველა ხელოვანი, როგორი გამოცდილი და წარმატებულიც არ უნდა იყოს, სცენაზე გასვლის წინ აუცილებლად ნერვიულობს. ამ დროს თავს აღარ ეკუთვნი, მსმენელი გაფასებს და ყველაზე დიდ ჯილდოს – აპლოდისმენტს ელოდები. შრომის დაფასება ტაშია, ჩვენთვის აპლოდისმენტი ძალიან ძვირფასია. თუმცა, გამორჩეული შემფასებელი მაინც ჩემი პედაგოგი ნატალია ვოლჩენკოა. ის ყველაზე მეტად ნერვიულობს, რადგან მთელ თავის საკუთარ ცხოვრებას ჩემში დებს. ალბათ ამის გამოა, რომ როცა ნატალია კულისებში მელოდება, მეტ ძალას ვგრძნობ.
– რთული გრაფიკის შემდეგ, როგორია ნინო ჩიქოვანის განტვირთვის დღე ან საათი?12166864_1147943218567618_144709936_n
– მიუხედავად იმისა, რომ რთული პროფესია მაქვს, უზომოდ მიყვარს. ამის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ იქნებოდა. მუსიკით ვვარსებობ. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ისევ მუსიკას ვუსმენ. ვცდილობ, სხვა ჟანრს მოვუსმინო, მაგრამ ბოლოს მაინც ოპერამდე მივდივარ და, რა თქმა უნდა, ვნახულობ მეგობრებს.
– ოპერის მომღერლები ხშირად წონას უჩივიან, თუმცა შენ ამ მხრივ პრობლემა არ გაქვს
რატომ?
– ოპერის ბევრი მომღერალია, რომლებსაც შესანიშნავი წონა აქვთ. თუმცა, ვფიქრობ რომ ჩვენს შემთხვევაში გენეტიკა წამყვანია. ოპერის მომღერლებს ჭირდებათ ძალიან კარგი კვება. თუ არ მივირთმევთ, არ გვექნება ტონუსი და საჭირო ძალა იმისთვის, რომ ვიმღეროთ.
– რომ არ ყოფილიყო მუსიკა და ცეკვა…12167067_1147943215234285_1395089226_n
– მიფიქრია ამაზე. ალბათ ვიქნებოდი მეცნიერი, უფრო ასტროფიზიკოსი. სკოლაში ძალიან ცუდად ვსწავლობდი ფიზიკას, მაგრამ მიყვარს მეცნიერება და კონკრეტულად ასტროფიზიკა (იცინის).
– სამომავლო გეგმები…
– ამ ეტაპზე ვერაფერს ვგეგმავ. წელიწად-ნახევარში გამანაისის განმეორებითი სხივური თერაპია მჭირდება, ამ დროს გავიგებთ,  საბოლოოდ გაქრა თუ არა ჩემი დაავადება. იმედი მაქვს, უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება.

 ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები