ხაჯიმბა – აფხაზეთში მეტი კრიმინალური ავტორიტეტია, ვიდრე მილიციის თანამშრომელი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ კოლექტივს ე.წ. შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი წარუდგინა. ამ თანამდებობაზე მილიციის გენერალ-მაიორი ლეონიდ ძაპშბა დაინიშნა.
რაულ ხაჯიმბამ ძაპშბას წინამორბედს ბესლან ხაგბას მადლობა გადაუხადა. ამასთანავე, ხაჯიმბამ ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებაზე ისაუბრა.
„კრიმინალებთან ბრძოლა უშეღავათო უნდა იყოს. არანაირი ნათესაური კავშირი დანაშაულის ჩამდენს სასჯელისგან არ აარიდებს. დღეს არსებული მდგომარეობა, როდესაც კრიმინალური ავტორიტეტები მილიციის თანამშრომლებზე მეტნი არიან, სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა ხაჯიმბამ. თავის მხრივ, ე.წ. მინისტრმა კრიმინოგენული სიტუაციის გაუმჯობესების პირობა დადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები