ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საერთო-სამოქალაქო პასპორტი 450 რუსული რუბლი ეღირება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საერთო-სამოქალაქო პასპორტი 450 რუსული რუბლი (7$) ეღირება. ინფორმაცის სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
ასევე სხდომაზე მიღებული დადგენილების საფუძველზე ოკუპირებულ აფხაზეთში ბინადრობის უფლება 940 რუსული რუბლი, ანუ 15 დოლარი ეღირება. ე.წ. ვიცე-პრემიერის შამილ აძინბას განცხადებით, პასპორტების დასამზადებლად უკვე დაიხარჯა 94 მილიონი რუბლი. ამ დოკუმენტის გაცემა 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ე.წ. აფხაზური საერთო-სამოქალაქო პასპორტი რუსულ „გოზნაკში“ დაიბეჭდა.