გარდაცვლილი გურუ მაცივარში შეინახეს
იანვრის ბოლოს გარდაცვლილი ინდოელი გურუს აშუტოშა მაჰარადჯას მიმდევრებმა “ბი-ბი-სის” განუცხადეს, რომ მათ მისი ცხედარი მაცივარში შეინახეს მანამ, სანამ გურუ არ გაცოცხლდება. აშუტოშა მაჰარადჯას გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა პენჯაბის ხელისუფლებამ. გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა, თუმცა მისი თაყვანისმცემლები დარწმუნებული არიან, რომ გურუ არ მომკვდარა, ის ღრმა მედიტაციის მდგომარეობაშია და იგი გაყინეს.
მაჰარაჯა მოძრაობას – “ღვთაებრივი მისიის ცეცხლი იღვიძებს” ხელმძღვანელობდა, რომელსაც თითქმის 30 მილიონი მიმდევარი ჰყავს.
“ის არ მომკვდარა. მედიცინას არ ესმის იოგას მეცნიერება. დაველოდებით და ვნახავთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის დაბრუნდება”, – თქვა “ბი-ბი-სის” პრესმდივანმა მაჰარაჯამ. მისივე განმარტებით, ექიმების ვერდიქტის მიუხედავად, აშუტოშ მაჰარაჯა ცოცხალია და ის სამაჰდის მდგომარეობაში იმყოფება, რომელიც მედიტაციის უმაღლესი სტადიაა.
გურუს ზუსტი ასაკი ცნობილი არ არის, თუმცა ამბობენ, რომ ის 70 წლის იყო.