პუტინმა ხაჯიმბას ე.წ. დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალდიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერ რაულ ხაჯიმბას ე.წ. დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “სპუტნიკი“ ავრცელებს.
„ბოლო წლებში აფხაზეთის მოსახლეობამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის და საერთაშორისო კავშირების გამყარების საკითხში. რუსულ-აფხაზური კავშირები მეგობრულად და კეთილმეზობლურად ვითარდება“, – ნათქვამია პუტინის მილოცვაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულება ორივე ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს და მიზნად ისახავს რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამყარებას.