ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო წვრთნები გაიმართა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის სამხედროებმა მასშტაბური წვრთნები გამართეს, რომელშიც კავშირგაბმულობის ქვედანაყოფებმა მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
კავშირგაბმულობის ქვედანაყოფების წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთში, ასევე სომხეთში გაიმართა. მთლიანად წვრთნებში 7 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ და 1,5 ათასმა ერთეულმა ტექნიკამ მიიღო მონაწილეობა.
„კავშირგაბმულობის ნაწილებმა ახალი კომპლექს „რედუტის“ მუშაობაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს. წვრთნების დროს ორი ათასამდე კილომეტრის რადიოსარელეო და ტროპოსფერული, ასევე 500 კილომეტრის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის ხაზი იყო დამონტაჟებული“, – ნათქვამია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები