ე.წ. სამხრეთ ოსეთი უშუქოდ დარჩა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი უშუქოდ დარჩა.
როგორც სააგენტო “სპუტნიკს“ კომპანია „ენერგორესურსის“ წარმომადგენელმა ანატოლი გაბარაევმა შეატყობინა, დენის გათიშვა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარემონტო ბრიგადებმა დაზიანების ადგილი აღმოაჩინეს, რომელიც ძომაგის ხეობაში მდებარეობს. ამჟამად ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ე.წ. სამხრეთ ოსეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან, კონკრეტულად ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკიდან იღებს.