„საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოეწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
აღნიშნული შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმების რეკომენდაციის ნაწილია.
დოკუმენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მიმოსვლისათვის ხელსაყრელი პირობების შემოღებას ითვალისწინებს.
ის სავიზო მოსაკრებლის ოდენობას, მრავალჯერადი ვიზის გაცემის, ვიზის განაცხადის განხილვისა და ვიზის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს დაარეგულირებს.