მერია: ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

“სარეაბილიტაციო მონაკვეთი საკურორტო სოფელ სადგერში, ტბაზე და ცემში გადის და მისი კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ჩამოსული ტურისტებისთვის.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია, არსებული ხელოვნური ნაგებობების (მილების, ტროტუარების სანიაღვრე ქსელის) შეკეთება და ახალი ნაგებობების მოწყობა, მდ. გუჯარულაზე ეწყობა ახალი რკინა-ბეტონის ხიდი, ადგილობრივ გზებთან მიერთებების და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, საგზაო ნიშნების და შემოფარგვლის მოწყობა, გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

განახლებული გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს და უზრუნველყოფს ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 184 639 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები