ლადო ჭანტურია: ძალიან საინტერესო იყო პრეზიდენტის მოხსენება დიპლომატიური კოსპუსის წინაშე
„საქართველოს პრეზიდენტმა ამბასადორიალის მონაწილეებთან დიპლომატიური გზავნილის ერთიანობის პრობლემაზე ისაუბრა“, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ლადო ჭანტურიას თქმით, საუბარი შეეხო იმას, რომ, ერთი მხრივ, დიპლომატიურმა კორპუსმა, მაგრამ ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმაც საგარეო ურთიერთობებში და საშინაო პოლიტიკის შესახებ ერთიანი გზავნილი უნდა წარმოადგინონ.
“ძალიან საინტერესო იყო პრეზიდენტის მოხსენება დიპლომატიური კორპუსის წინაშე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო დიპლომატიური გზავნილის ერთიანობის პრობლემა. კერძოდ, საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ, ერთი მხრივ, დიპლომატიურმა კორპუსმა, მაგრამ ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა საგარეო ურთიერთობებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ, საშინაო პოლიტიკის შესახებ ერთიანი სურათი და ერთიანი გზავნილი უნდა წარმოადგინონ. ასევე იყო საინტერესო მოსაზრებები საქართველოს მნიშვნელობის შესახებ, კავკასიის და რეგიონის სტაბილურობის საკითხში, ევროპული ინტეგრაციის საკითხში, შავი ზღვის რეგიონის განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის განხორციელებაზე”, – განაცხადა ლადო ჭანტურიამ.
მისივე თქმით, რაც შეეხება რუსეთის ქმედებებს რეგიონში, ეს თემა მუდმივად არის დიალოგის საგანი და სწორედ ერთიანი დიპლომატიური გზავნილის საკითხი გულისხმობს, რომ ჩვენ ერთიანი პოზიციით მთელ მსოფლიოს წარვუდგინოთ საქართველოს დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ.