პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის
მინდა, წარმატება ვუსურვო ბატონ გიორგის კიდევ ერთ ახალ და მნიშვნელოვან სამსახურში – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
ასევე ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც მას ქვეყნის პირველ პირთან ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს ჰქონდა.
“მინდა, წარმატება ვუსურვო ბატონ გიორგის კიდევ ერთ ახალ და მნიშვნელოვან სამსახურში, რომელსაც თავისი ქვეყნისთვის განახორციელებს. აგრეთვე მინდა მადლიერება გამოვხატო იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც მე პირადად მქონდა ბატონ გიორგისთან, როდესაც ის იყო ეკონომიკის მინისტრი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “ამბასადორიალ 2015”-ზე სიტყვით გამოსვლისას.