გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი საგარეო პოლიტიკური კურსი – ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი და ნატოს მომავალი სამიტი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამბასადორიალის მონაწილეებთან საერთაშორისო ფორმატებში კონსოლიდირებული მუშაობის საკითხი განიხილა.
როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განუცხადა, დახურულ შეხვედრაზე მან ისაუბრა იმ დღის წესრიგზე, რომელიც საქართველოს დაგეგმილი აქვს.
“ჩვენ ვისაუბრეთ იმ საგარეო პოლიტიკურ კურსზე, რომელიც საქართველოს აქვს, კონცენტრირებაზე მომავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური ფორმატებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი საგარეო პოლიტიკური კურსი, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგით გათვალისწინებული მოვლენები, კერძოდ, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი, ნატოს მომავალი სამიტი, საქართველოში ევროკავშირის მისიის გაგრძელება და ა.შ. საუბარი იყო იმაზე, რომ კონსლიდირებულად ვიმუშაოთ არსებული პოლიტიკის ფორმატში, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, რომ ამ ღონისძიებების ეფექტიანობას მივაღწიოთ. ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ მომავალი სამიტებისთვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ნატოს ვარშავის სამიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მისივე განცხადებით, რაც ყველას ერთად გვანაღვლებს, ეს არის საქართველოს სტაბილურობა, უსაფრთხოება და მისი გეოპოლიტიკური როლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები