გიორგი მარგველაშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბორგე ბრენდესს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო-ნორვეგიას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივება და საქართველოს მოქალაქეებისათვის ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მიმოსვლისათვის ხელსაყრელი პირობების შემოღება იყო.
ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის პოლიტიკას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ.
ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების დაუშვებლობა.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ბორგე ბრენდესს ნორვეგიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას.
ბორგე ბრენდემ მადლიერება გამოხატა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის, კერძოდ NATO-ს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის და ქართულ მხარეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

 11041065_484684691699809_3532881277603629177_n
11060003_484684741699804_3835603813850757103_n
11145236_484684595033152_3128431845969084417_n
11227642_484684591699819_2412409147054453507_n
11951095_484684635033148_7357066657142171557_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები