თინა ხიდაშელი ნატოს წევრ ევროპის 6 ქვეყანას ესტუმრება

9 სექტემბრიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატოს წევრ ევროპის ქვეყნებს ესტუმრება – ამის შესახებ თინა ხიდაშeლმა ამბასადორიალზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საკითხზე გამართული თემატური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ევროპის 6 ქვეყანას ეწვევა.
მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტების ძირითადი მიზეზი თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მეტი შედეგების მიღება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით და ასევე ნატოს მინისტერიალამდე და ნატოს ვარშავის სამიტამდე საქართველოს არგუმენტების გაძლიერება იქნება.
ნატოს მინისტერიალი ოქტომბერში გაიმართება.
ხიდაშელის განცხადებით, ამბასადორიალის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება და იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან განწყობები, პერსპექტივები, დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დედაქალაქებში, რომლებშიც ისინი მსახურობენ, მიიღო რჩევები და რეკომენდაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები