დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბეტინა კადენბახს შეხვდა.
როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, აგრეთვე ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე.
შეხვედრაზე ასევე წარიმართა საუბარი აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2015 წლის ოქტომბერში გაიმართება. ფორუმის მიზანია ახალი ხედვების აღმოჩენა და პარტნიორობის გაძლიერება თანამშრომლობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ხალხთა შორის კავშირები.