„ჩემი იდეები იმდენად ბევრია, შეუძლებელია ერთი ცხოვრება მეყოს…“  

„პროფესიით ექიმი ვარ. სამედიცინო ინსტიტუტი წარმატებით დავამთავრე. სიმართლე გითხრათ, მე ჩამოყალიბებული არ ვიყავი, რა მინდოდა. ამიტომ, ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავლისთვის ექიმის პროფესია უფრო პერსპექტიული იქნებოდა…“ – ხელოვანი ქეთი არაყიშვილი.

– ორი წლიდან ხატავ და მუდმივად მუშაობ ხელოვნების მიმართულებით…11938247_918697141512672_1329265689_n
– დიახ, თითქოს ამ ყველაფერთან ერთად დავიბადე. მშობლები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ ჩემს ნიჭს, რადგან თვლიდნენ, რომ საქართველოში ხელოვანი ვერ იცხოვრებდა ისე, როგორც ექიმი ან სხვა პროფესიის ადამიანი ცხოვრობდა. დღეს მათ მეც ვეთანხმები, რადგან ხელოვანებს არ აფასებენ საქართველოში. ძალიან ბევრი ძლიერი ხელოვანი ყურადღების მიღმაა დარჩენილი. საერთოდ, ნიჭიერი ერი ვართ, მაგრამ ნაკლებად ექცევა ყურადღება ხელოვნებას.
მამას არ უნდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა და მეც არ ვიყავი ისეთი მეამბოხე ბავშვი, რომ წინააღმდეგობა გამეწია. ძალიან კარგი ლექტორი მყავდა მაკა მიქელაძე, რომელმაც მითხრა: „ქეთი, მესმის, რომ შენი არ არის ექიმის პროფესია, მაგრამ შეგიძლია ორივე ერთად აკეთო. დაჯექი და შენს ოცნებას, მიზანს არ დაანებო თავი“. ამ სიტყვებმა ერთგვარი სტიმული მომცა. სწორედ, სტუდენტობის პერიოდში აქტიურად დავიწყე მუშაობა, გავმართე გამოფენები გალერეა „უნივერსში“, „ცისფერ გალერეაში“, სასტუმრო „შერატონში“ მქონდა პერსონალური გამოფენა.11944812_918697144846005_20837644_n
ერთი პერიოდი იაპონურმა ხელოვნებამ გამიტაცა და გეიშების თემაზე ვმუშაობდი. მაშინ ეს თემა ტაბუდადებული იყო, მაგრამ მე კარგად შევისწავლე იაპონელი მხატვრები, ძირითადად, უკიიოკეს სკოლის წარმომადგენლები და მათ ნახატებს ვქარგავდი. გამოფენაზე იაპონიის ელჩს ძალიან მოეწონა ჩემი ნაქარგები და პატარა იაპონური თოჯინაც მაჩუქა. ვმუშაობდი აგრეთვე, იკებანას თემაზე. რამდენიმე ნამუშევარი ახლაც მაქვს. ეს ხმელი ფოთლები სპეციალური მეთოდით არის დამუშავებული და არ ფუჭდება. არ კარგავს თავის სახეს, ფერებს ინარჩუნებს და საუკუნეებსაც კი გაუძლებს.
ეს 90-იანი წლების პერიოდი იყო და, მოგეხსენებათ, როგორი მძიმე მდგომარეობა იყო საქართველოში. გარდა იმისა, რომ დღე ვმეცადინეობდი და ღამე ლამპის შუქზე ვქარგავდი, ყველა, ვისაც რისი შესაძლებლობა ჰქონდა, მასალას მჩუქნიდა. ზოგი ძაფებს, ზოგი ძველ რუსულ მულინებს, რომ მე მემუშავა.
– გამოფენები…11948136_918697154846004_822803825_n
– ერთი პერსონალური გამოფენა მქონდა, მაგრამ ძალიან ბევრ ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. პირველი გამოფენა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში იყო, სადაც ნაქარგები მქონდა გატანილი.
საერთოდ, გამოფენებით ცნობადი ხდები და გაყიდვადი ხდება შენი შემოქმედებაც. მე თვითონ ვარ ორგანიზატორი არაერთი გამოფენის, ვცდილობდი, ხელი შემეწყო ნიჭიერი ხელოვანებისთვის. მართალია, ამით რეკლამა არ კეთდება, მაგრამ თუ ხელოვანი არ გახვედი, არ გაყიდე ნამუშევრები, ვერ განვითარდები. თუნდაც, ერთ ნამუშევარს რომ გაყიდი, სტიმული გეძლევა, უფრო კარგად და მეტი იმუშაო.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდება…11949781_918697151512671_979381703_n
– სიმშვიდე, სიწყნარე, ნინო ქათამაძის მუსიკა, რომელიც ძალიან ძლიერია და მაფხიზლებს. არ უნდა იყოს ხმაური, ჩემი შვილი არ უნდა იქექებოდეს ბისერებში და მერე ეს ბისერები არ იყოს მთელს ოთახში მიმოფანტული. რაც ხშირად ხდება.
– მუშაობ თითქმის ყველაფერზე…
– დიახ, სულ თავიდან ხატების ქარგვით დავიწყე. მერე ქუდები, ჩანთები, სამკაულები, საღამოს კაბების გაფორმება, საახალწლო თოჯინები, ბალიშები, ლაბადები, ქურთუკები, ფაქტობრივად ფეხსაცმლის გარდა ყველაფერი შემიძლია შევთავაზო მომხმარებელს. მათ შორის ინტერიერის დიზაინიც კი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემით ვისწავლე. მე ამ ხელოვნებით დავიბადე, ამით ვსუნთქავ და წარმოუდგენელია მის გარეშე ცხოვრება. მით უმეტეს, რომ წარმატებით დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი, კარგი ხელი მქონდა და დიდი მომავალიც პლასტიკურ ქირურგიაში. ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს ღამე, რომელიც არ გამითენებია, არასდროს დამიძინია 12 საათზე. შეიძლება დავწვე, მაგრამ მალევე ავდგები, ავიღებ ფურცელს და იდეებს ვიხატავ. მერე ერთი სული მაქვს, მასალა შევიძინო და ხორცი შევასხა. ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, რომელიც მთლიანად ავსებს ჩემს ცხოვრებას.
დიდ ყურადღებას იქცევს და ძალიან მოსწონთ ნაქარგები, მაგრამ ძალიან ბევრი დრო სჭირდება, თვეები და ამავე დროს ძალიან ძვირად ღირებულია. ამიტომ, გაყიდვადი უფრო ტანსაცმელი და აქსესუარებია.11986039_918697168179336_1121466218_o
არ მიყვარს შეკვეთები, მაგრამ ხშირად მიწევს მუშაობა. თუმცა ვცდილობ, ჩემეული რაღაც მაინც შევიტანო. თუ ვხვდები, რომ მომხმარებლის იდეა არ გაამართლებს და არ გამოვა, ხელს საერთოდ არ ვკიდებ. არ შემიძლია კოპირებაც, რაზეც დღეს ხშირად მუშაობენ დიზაინერები. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი, შეუძლებელია და მუდმივად ვიბრძვი მის წინააღმდეგ. თუ, ნამდვილი ხელოვანი ხარ, შეუძლებელია შენი იდეები განახორციელო. ალბათ, ნამდვილი ხელოვანი ისე კვდება, რომ თავის იდეებს ბოლომდე ვერ ახორციელებს, ყოველთვის რჩება რაღაც, რასაც ვერ მოასწრებს ცხოვრებაში.
– გამორჩეული ნამუშევრები…
– იცით, პერიოდები მაქვს, რომელიმე ნამუშევარი შეიძლება განსაკუთრებულად მომწონდეს, მაგრამ მერე ახალი შევქმნა და მან ის ძველი გადაფაროს. ისე, როგორც მაქვს სხვადასხვა თემაზე და მიმართულებით მუშაობის პერიოდები. მაგალითად, თუ იკებანას ვაკეთებ, ვერ დავქარგავ, ვერ გავაკეთებ სამკაულებს, რა თანხაც არ უნდა გადამიხადონ. ერთხელ, მეგობარს ჩანთა უნდოდა. იმ პერიოდში სამკაულებს ვაკეთებდი. თვეები მელოდებოდა, სანამ ხასიათზე მოვიდოდი და ჩანთებზე გადავიდოდი. თავს ძალას ვერ დავატან, უბრალოდ არ გამომივა. მირჩევნია, მუზა მოვიდეს, მისი გაკეთების სურვილი გამიჩნდეს. ეს, ერთი მხრივ, ცუდია, რადგან შეკვეთაზე ხშირად მიწევს უარის თქმა, მაგრამ მე ჩემმა შემოქმედებამ სილამაზე მომიტანა. საქართველოში იმდენად ნაცრისფერია ყველაფერი, თითქოს კადრი გაჩერდა საქართველოსთვის და გარშემო ყველგან მოძრაობაა. წინ ვერ მივდივართ, მით უმეტეს, ჩვენს სფეროში. ჩემს შემოქმედებას კი სინათლე შემოაქვს. წარმოიდგინეთ, ზამთრის რუხი საღამო. ზიხარ, წვიმა, ტალახი, ყველაფერი ნაცრისფერ-შავშია, უცებ შევქმნი იმდენად ჭრელ სამკაულს, რომ ყველაფერს ანათებს. მერე შემიძლია 10-15 წუთი გაუნძრევლად ვიჯდე, ვუყურო და დავტკბე. ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.
– ყველაზე საინტერესო პროექტი…11992135_918697134846006_216655159_n
– მე ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც საქართველოში პრინტი შემოიტანა. მაშინ ასე მასობრივად და ყველა კუთხეში არ აკეთებდნენ თერმულ პრინტს. აღმოვაჩინე ერთი ადამიანი, რომელმაც შემომთავაზა, ნატურალურ ტყავზე პრინტის გაკეთება. შევქმენი ჩანთების კოლექცია „ნოსტალგია“, ძველი თბილისის შავ-თეთრი ფოტოებით. ამ კოლექციამ ძალიან გაამართლა, ძირითადად, უცხოელებმა შეიძინეს და დღესაც კი მაქვს შეკვეთები.
– ყველაზე მთავარი ხელოვანისთვის…
– ძალიან პასუხისმგებლობიანი და სუფთა უნდა იყო შენს მომხმარებელთან. მე მირჩევნია დიდხანს ვიმუშაო და ხარისხიანი იყოს, ვიდრე დღეში ათი რაღაც გავაკეთო, მერე კი დაიშალოს და გაფუჭდეს.
ხელოვანმა აუცილებლად უნდა იმუშაო ყოველდღიურად საკუთარ თავზე და მუდმივად ახალი ეძებო. არ აქვს მნიშვნელობა, საზოგადოება მიიღებს თუ არა. მთავარია, მე ხომ დავამტკიცე, რომ განსხვავებული რაღაც შევთავაზე და  ახლის მიწოდება შემიძლია. აუცილებელია განვითარება და ერთ სტილში არ უნდა მუშაობდე.11994449_918697161512670_1802931028_n მიყვარს იმ თემაზე მუშაობა, რაც აკრძალული და ტაბუდადებულია. მიყვარს ბებიის სკვირში ქექვა, შეიძლება იქ სრულიად ახალი სტილი ვიპოვო. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვეტყვი ნინო ჩაკვეტაძეს, რომელმაც მომცა საავტორო უფლება რამდენიმე ნამუშევარზე. უნდა აღვნიშნო, რომ ჩანთების ეს კოლექციაც ძალიან მოსწონს საზოგადოებას და გაყიდვადია.
საერთოდ, მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ამართლებს ჩემი სიახლები და ჩემი შემოქმედება მოთხოვნადია. ყოველდღე დილის 5 საათზე ვწვები, მაგრამ დრო მაინც არ მყოფნის. ამიტომ, მეშინია, რომ ვერ მოვასწრებ იმ იდეების განხორციელებას, რაც მაქვს და გული მწყდება.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები