იტალია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას დაახლოებით ერთ თვეში მოახდენს
ძალიან მალე მოხდება რატიფიკაცია, ასე რომ, არანაირი პრობლემა არ არის -ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა კახა სიხარულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, იტალია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას დაახლოებით ერთ თვეში მოახდენს.
როგორც ელჩმა აღნიშნა , არანაირი სამუშაოები აღარ არის საჭირო, ვინაიდან იტალიის მთავრობამ პარლამენტში უკვე გადააგზავნა რატიფიცირებისთვის დოკუმენტი.
“ძალიან მალე მოხდება რატიფიკაცია. ასე რომ, არანაირი პრობლემა არ არის”, – განაცხადა სიხარულიძემ.