დავით უსუფაშვილი: რუსეთი ვეტოს უფლებით სარგებლობს მაშინაც, როდესაც არ არის თავმჯდომარე ქვეყანა

გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ გახდომა რუსეთს, დამატებით უფლებებს არ ანიჭებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაგანაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, უშიშროების საბჭოში პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ვეტოს უფლებით სარგებლობს მაშინაც, როდესაც არ არის თავმჯდომარე ქვეყანა და მაშინაც, როდესაც არის თავმჯდომარე ქვეყანა.
„მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭო ეს არის კოლექტიური ორგანო. უშიშროების საბჭოში პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ვეტოს უფლებით სარგებლობს მაშინაც, როდესაც არ არის თავმჯდომარე ქვეყანა და მაშინაც, როდესაც არის თავმჯდომარე ქვეყანა. ეს სულ ერთთვიანი პროცედურაა. აქ წესი ასეთია, უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები ერთი თვის განმავლობაში ხდებიან თავმჯდომარე ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის რაიმე დამატებითი უფლებები ამ შემთხვევაში რუსეთისთვის, ეს არის უბრალოდ სხდომის წამყვანის ფუნქცია და გარკვეული საორგანიზაციო საქმეების შესრულების ფუნქცია. ასე რომ ეს არანაირ, არც დადებით და არც უარყოფით გავლენას უშიშროების საბჭოს მუშაობაზე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში არ მოახდენს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები