თავდაცვის სამინისტრო სუიციდის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად პოლიტიკას ამკაცრებს

თავდაცვის სამინისტროს სუიციდის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ახალი ინიციატივა აქვს. როგორც თავდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ჯარში სუიციდის შემთხვევების უდიდესი ნაწილი აზარტული თამაშებიდან გამოწვეული ვალების გამო ხდება.

მისივე განცხადებით, სამოქალაქო თუ სამხედრო პირს, რომელიც დასაქმებულია თავდაცვის სამინისტროში ან შეიარაღებულ ძალებში და დაუდასტურდებათ, რომ ჩაბმულები არიან აზარტულ თამაშებში, სამუდამოდ გათავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან.

“სულ რამდენიმე დღის წინ ჯარისკაცმა თვითმკველელობით დაასრულა სიცოცხლე. ჯარში არის რამდენიმე ასეთი შემთხვევა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია და სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ ამ ადამიანებს აქვთ ვალები. მათ შორის, აზარტული თამაშებით არიან დაკავებული და ამის გამო სიცოცხლეს ამთავრებენ თვითმკვლელობით. ჩვენ მაქსიმალურად გავატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს იმისთვის, რომ ან საერთოდ აღარ იყოს ასეთი შემთხვევები, ან მაქსიმალური მინიმალიზაცია მოხდეს. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ამ მიმართულებით პოლიტიკა გამკაცრდება, ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში და არის სამხედრო თუ სამოქალაქო პირი, რომელიც შემჩნეული იქნება და დაუდასტურდება, რომ არის აზარტული თამაშებით დაკავებული, პირველივე შემთხვევაში გათავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან და უკან ვეღარ აღდგება. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო ამ გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, სამხედრო სამსახურიდან ასევე გათავისუფლდებიან ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირები და ისინი, ვინც სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სიმთვრალეზე იქნებიან შემჩნეულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები