გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
გორში, სადგურის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე საავადმყოფოში პოლიციის თანამშრობლებმა გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.