უწერაში ავტომანქანა, რომელსაც გოგონა მართავდა, ხევში გადაიჩეხა – არის მსხვერპლი

  • რაჭაში, უწერაში მომხდარ ავტო – საგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
    „კვირას“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანაქანა, რომელსაც ახალგაზრდა გოგონა მართავდა, უწერას ხევში გადაიჩეხა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი 4 პირიდან ერთი ადგილზევე გარდაიცვალა. „კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახნის ქალბატონია. უწერაში ავტო-საგზაო შემთხვევა 11 აგვისტოს მოხდა. დანარჩენი მგზავრები არ დაშავებულან. „კვირას“ ინფორმაცია შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
    შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები