მარჯანიშვილზე გზის ჩავარდნამ მოძრაობის პარალიზება გამოიწვია (ფოტო, ვიდეო)
თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, „ჯეოსელის“ ოფისის წინ წყლის მილი გასკდა, რომლის ძლიერმა ნაკადმა გზის ჩავარდნა გამოწვია. როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, „თბილწყალკანალის“ წარმომადგენლობა. ამასთან, მარჯანიშვილზე მცხოვრებლებს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდებათ.