„ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება, იცხოვროს აფხაზეთისა და ოსების გარეშე“
ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება, იცხოვროს აფხაზეთისა და ოსების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის სასაფლაოზე განუცხადა, თუ ჩვენ გვინდა შემოვიერთოთ დაკარგული ტერიტორიები, ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით.
“დღეს, რა თქმა უნდა, გრძელდება ოკუპაცია და ჩვენი მთავრობა გონივრული პოლიტიკით ცდილობს, ეს პროცესი შეაჩეროს. ასევე ჩემთვის მთავარია ვიყოთ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. თუ ჩვენ გვინდა შემოვიერთოთ დაკარგული ტერიტორიები და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ, ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. რა თქმა უნდა, რუსეთთან უნდა გავაგრძელოთ გონივრული პოლიტიკა, მაგრამ, ამავე დროს, ვიქნებით პრინციპულები, რადგან ეს არის ჩვენი ტერიტორია და ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება, იცხოვროს აფხაზეთის და ოსების გარეშე”, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.