ასტრონომებმა ვენერაზე ცისარტყელა გადაიღეს
ფოტოკამერების მიერ დაფიქსირებული ფერადი ნახევარბურთულების ზუსტი მეცნიერული დასახელება გლორია. აქამდე ის მხოლოდ დედამიწის ატმოსფეროში გვხვდებოდა. ევროპული კოსმოსური სააგენტოს მკვლევარები ამბობენ, რომ გლორიას ფოტოები მათ ვენერას ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის შესწავლაში დაეხმარება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს ნაცრისფერი მჟავა და კიდევ ერთი, ჯერჯერობით ამოუცნობი კომპონენტი. ფოტოები აპარატმა გადაიღო, რომელიც მზესა და ვენერას შორის მდებარეობს.