“რატომ არ გამოურთო მიკროფონი სოსო ჯაჭვლიანს მანანა კობახიძემ?“

რატომ არ გამოურთო მიკროფონი სოსო ჯაჭვლიანს მანანა კობახიძემ – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ სტატიას აქვეყნებს.
ვიცე-სპიკერი განმარტავს, თუ რატომ არ გამოურთო სოსო ჯაჭვლიანს ხმაურიანი განცხადების გაკეთებისას მიკროფონი.
„თითოეულ დეპუტატს სამი წუთი აქვს განცხადების გასაკეთებლად, ეს იყო მისი დრო. როდესაც ყური მომჭრა სოსოს გამონათქვამებმა, ორჯერ ვცადე მისი შეჩერება და ორჯერ მივეცი შენიშვნა, რომ არ გაეგრძელებინა ამ რეჟიმში განცხადება, მაგრამ მან ეს გააკეთა და სადეპუტატო დრო გამოეყენა. რა თქმა უნდა, მისი მხრიდან ბევრი რამ იყო იუმორში ნათქვამი და არავის არ შეიძლება ჰქონდეს იმის განცდა, რომ სოსო ჯაჭვლიანმა არ იცოდა, რაზე ლაპარაკობდა, მან ძალიან კარგად იცის EBRD-ის მნიშვნელობა, ჩვენს ქვეყანაში ამ ბანკის დაფინანსებულია მნიშვნელოვანი პროექტები, მან იცოდა, რომ ფორუმიც ჩატარდა, როგორც ჩანს, ამ სიტყვების ჟღერადობამ გარკვეული ასოციაციები გამოიწვია მასში და ამაზე ააგო გამოსვლა. სამწუხაროდ, ის ვერ შევაჩერე, სიმართლე გითხრათ, „ნაციონალების“ გამონათქვამები ხშირად არ მომწონს, მაგრამ არ მაქვს უფლება, რომ ის სამი წუთი, რომელიც მათ განცხადების გასაკეთებლად ეძლევათ, წავართვა და არ მივცე აზრის გამოთქმის საშუალება“, – აცხადებს კობახიძე “კვირის ქრონიკასთან “ საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები