პრეზიდენტი სააკაშვილი-მერაბიშვილი-ახალაიას შეწყალებას აპირებს
„პრეზიდენტი მარგველაშვილი სააკაშვილის, ახალაიასა და მერაბიშვილის შეწყალებას გეგმავს“,- ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმ ტაიმი აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულზე ლაპარაკი კულუარულად უკვე მიმდინარეობს.
„კულისებში თითქოს დიდი მოლაპარაკებები მიდის, პრეზიდენტი მარგველაშვილი სააკაშვილის, ახალაიასა და მერაბიშვილის შეწყალებას გეგმავს“,- წერს გამოცემა.
როგორც „პრაიმტაიმი“ ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით იტყობინება, აღნიშნული გადაწყვეტილება საარჩევნო ციკლში კოალიცია „ქართულ ოცნებას“ სერიოზულად დაასუსტებს.
ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის მოსაზრებით კი, პრეზიდენტი ამ პირების შეწყალებას არ აპირებს.
„მარგველაშვილი, სანამ აწყობდა, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი იყო. ახლა მან თამაში „ნაციონალებთან“ დაიწყო. ვისთვის ეს ჭკვიანური სვლაა – მათ მარგველაშვილს გამოყენება ხელისუფლების წინააღმდეგ ნამდვილად სურთ. მარგველაშვილი მაინც იქნება ის პლასტელინი, რომელიც ივანიშვილმა გამოძერწა. და თუ ახლა ამ პლასტელინს ფორმას ვიღაც სხვა „უძერწავს“, ეს მარგველაშვილის არც დამოუკიდებლობის ხარისხზე მეტყველებს და არც ჭკუაზე“,- წერს გაზეთი.