კობახიძე ჯაჭვლიანზე: თანაგუნდელი რომ არის, იმიტომ მეტკინა, თორემ „ნაციონალების“ წევრი რომ ყოფილიყო, რეაქცია არ მექნებოდა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ EBRD-თან დაკავშირებით სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან არაეთიკურად შეაფასა და გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განმარტა, რომ მას თანაგუნდელის პიროვნების გამო კი არა, საქციელის გამო შერცხვა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არ შეიძლება ეს ყველაფერი იუმორითა და ანეკდოტით გაამართლო. მისივე თქმით, ყველაფერს თავისი წესი და ეთიკური ნორმები აქვს, შესაბამისი პროცედურული წესრიგი არსებობს.
„სოსოს გამონათქვამებში გარკვეული უხამსი და არაეთიკური სიტყვები იყო, რომელიც, რა თქმა უნდა, არასწორი და გაუმართლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ქალს ეხება. სოსო ჩემი თანაგუნდელი რომ არის, იმიტომ მეტკინა და გულისტკივილი გამოვხატე. თორემ „ნაციონალების“ წევრი რომ ყოფილიყო, ასეთი რეაქცია არ მექნებოდა. მე ადამიანის კი არ მრცხვენია, მისი პერსონის მიმართ კი არ მითქვამს, მე მისი საქციელის გამო შემრცხვა. შენიშვნა მისი ქცევის, და არა მისი პიროვნების მიმართ გამოვხატე“,- განაცხადა მანანა კობახიძემ გამოცემასთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები