ირაკლი ღარიბაშვილი როვნაგ აბდულაევს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემები მიმდინარე საინვესტიციო პროექტები იყო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს „სოკარის“, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორის საქმიანობას საქართველოში. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. შეხვედრას „სოკარის“ საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი მაჰირ მამადოვი და პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.