პარლამენტმა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე რეზოლუცია მიიღო. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, დოკუმენტი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს ადეკვატურად ასახავს.
პარლამენტმა მმართველი გუნდის რეზოლუცია დაამტკიცა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუცია ჩავარდა. როგორც უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, პრობლემები მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეიძლება წარმოიქმნას.
„პრობლემა მძიმეა, არცერთ ფურცელზე არ შეიძლება დატანილ იქნეს ისეთი ფორმულირებები, რომელიც ვითარების გაუმჯობესების გარანტია იქნება. მთავარი არის ის, რომ თუკი ავყევით „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის მოსაზრებებში, აქ უკვე ვიცი, რომ არის გარანტია პრობლემების შექმნის. მთავრობამ უნდა იმუშაოს და ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მუშაობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაუქმებას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები