პარლამენტმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე რეზოლუცია მიიღო
82 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი, დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი “რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული მორიგი პროვოკაციული ქმედების შესახებ” მიიღეს.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტს, მას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. “რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიების სიღმეში გადმოწევის თაობაზე” მომზადებულ რეზოლუციას მხოლოდ 15 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 50 კანონმდებელი წავიდა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრების რეზოლუციის პროექტში ძირითადი მოთხოვნა კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკების ფორმატის გაუქმება იყო.