პრეზიდენტმა „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ ბრძანება გამოსცა

ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს, დღეს საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასამტკიცებლად „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება გადაუგზავნა.
გიორგი მარგველაშვილის ბრძანებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 22-23 ივლისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით,საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად,გამოყენებული იქნება საქართველოს სამხედრო ძალების ქვედანაყოფი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ასი სამხედრო მოსამსახურე და ხუთი ერთეული საავტომობილო ტექნიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები