ალექსანდრე ჭიკაიძე: კადრების ნახვის შემდეგ დედა შოკში ჩავარდა

შს ყოფილი მინისტრს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ სამეგრელოში, ე.წ. სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოკადრები არ უნდა ნახოს. როგორც ალექსანდრე ჭიკაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, სამალავში აღმოჩენილი ფაილები რომ გასაჯაროვდეს, კატასტროფას გამოიწვევს.
მინისტრი გამოცემასთან 2012 წლის სექტემბერს იხსენებს, როდესაც დედამისმა ციხის სკანდალური კადრები ტელევიზიით იხილა. „2012 წელს, როცა ციხის საშინელი კადრები გავრცელდა, ცხონებული დედაჩემი, ტელევიზიით მათი ნახვის შემდეგ, შოკში ჩავარდა და ცუდად გახდა. რაც შეეხება სამეგრელოში აღმოჩენილ ფაილებს, ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ისინი გასაჯაროვდეს და მოსახლეობამ ნახოს, რადგან ეს უდიდეს შოკს გამოიწვევს, კატასტროფის წინაშე დავდგებით და შესაძლოა, ქუჩებში სისხლის გუბეები დადგეს.
დიახ, საზოგადოებამ რომ ნახოს კადრები, მამაკაცს როგორ აუპატიურებენ, ის კი ტირის, ღრიალებს და ეხვეწება – მომკალითო, წარმოიდგინეთ, რა მოხდება! მე რომ ეს კადრები ვნახე, ღამეები არ მეძინა. მადლობა ღმერთს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რამეები ჩვენი ხელისუფლების დროს აღარ ხდება“, – აცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები