ბრიტნი სპირსი ელვის პრესლის სახლში იქორწინებს

ბრიტნი სპირსისა და მისი რჩეულის – დევიდ ლუკადოს ქორწინება, გავრცელებული ინფორმაციით, ტენესის შტატის მემფისში, ელვის პრესლის სახლში გაიმართება. წყაროს ინფორმაციით, მთავარი მიზეზი, რის გამოც წყვილმა ელვის პრესლის სახლში ქორწინება გადაწყვიტა, როკ-ენ-როლის მეფის მუზეუმია. ბრიტნი სპირსს უნდა, რომ მისი ქორწილი ყურადღების ცენტრში იყოს. წვეულების დროს გადაღებული ფოტოები კი შესაძლოა, პრესისთვის გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაიყიდოს. ამიტომაც ბრიტნიმ გადაწყვიტა ელვის პრესლის ქალიშვილს პრესლი ლიზა მარის სთხოვოს მამის სახლში ცერემონიალის ჩატარების ნებართვა. როგორც ცნობილი ხდება, თუკი ბრიტნი სპირსის თანხმობას მიიღებს, ის იმ წუთასვე დაიწყებს ცერემონიალისთვის მზადებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები