პეტრე მამრაძე: სააკაშვილი კოკაინს ყნოსავს, რის გამოც ცხვირიდან ხშირად სისხლდენა აქვსო!
ედუარდ შევარდნაძის დროინდელი მთავრობის კანცელარიის უფროსი პეტრე მამრაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნარკოტიკული საშუალების კოკაინზე დამოკიდებულებაზე საუბრობს. როგორც პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მიხეილ სააკაშვილს ხშირად ცხვირიდან სისხლდენა ჰქონდა. მისი თქმით, ამის მიზეზი კი, „კოკაინის“ მოხმარება იყო.
„ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ მასთან დაახლოებულ ადამიანებს, სააკაშვილს შეუძლია დღეში 20 ქილა ენერგეტიკული სასმელი დალიოს! ჩემთვის ისიც უთქვამთ: სააკაშვილი კოკაინს ყნოსავს, რის გამოც ცხვირიდან ხშირად სისხლდენა აქვსო! მოგეხსენებათ, კოკაინი ცხვირში სისხლძარღვევებს აზიანებს და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ დროს სააკაშვილი სანამ აქ იყო, ხშირად სტუმრობდა თოდუას კლინიკის გვერდით მდებარე ყელ-ყურ-ცხვირის პროფილის დაწესებულებას. სააკაშვილი ხშირად ისე არაადეკვატურად იქცეოდა, რომ აშკარა იყო მისი გატაცება რაღაც ამდაგვარით. გემახსოვრებათ, როდესაც ჯერ კიდევ დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მოითხოვა მთავრობისა და პარლამენტარების ნარკოლოგიური შემოწმება! სააკაშვილი პიარისთვის საჯაროდ დათანხმდა ლორთქიფანიძეს, ნარკოტესტს პირველი მე გავივლიო, მაგრამ ეს არ გააკეთა. მგონი, ყველა ადვილად ხვდება- რატომაც“, – აცხადებს პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.