საქართველოს მთავრობა საჯარო სამსახურის რეფორმას იწყებს

დღეს, მთავრობის სხდომაზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილება, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა საჯარო სამსახურის რეფორმას იწყებს. რეფორმის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
კანონპროექტი, სხდომაზე განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.
“ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დანაპირები, რომ შევმქნიდით პროფესიულ საჯარო სამსახურს, რომელიც იქნებოდა კარიერაზე და წინსვლაზე დაფუძნებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო და მივა ბოლომდე. მოგეხსენებათ, ეს იყო სერიოზული გამოწვევა ახალგაზრდა დემოკრატებისთვის. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ადამიანების შერჩევა, მათი დაწინაურება არ ხდებოდა პროფესიული ნიშნით, ასევე ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გაშვებას სამსახურიდან. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ და შექმნათ პროფესიული საჯარო სამსახური”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა სხდომაზე აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა და მთავრობა რეფორმას ვადაზე ადრე დაასრულებს.
“ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის და ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ჩვენ მას ვადაზე ადრე დავასრულებთ. კანონპროექტი გაიგზავნება პარლამენტში და მივიღებთ ამ კანონს, რომელიც იქნება უპრეცედენტო, მე ვიტყოდი რევოლუციური, რადგან ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდება მთელი სისტემა, ჩამოყალიბდება პროფესიული, ევროპული, თანამედროვე საჯარო სამსახური”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელს, ეკა ქარდავას და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს მაია ცქიტიშვილს, კანონპროექტის მომზადებისთვის, მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა ასევე ევროკავშირს, USAID-ს და ყველას პრემიერმა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელს, ეკა ქარდავას და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მაია ცქიტიშვილს, კანონპროექტის მომზადებისთვის, მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, USAID-ს და ყველას გადაუხადა, ვინც კანონპროექტის მომზადებაში იყო ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები