დავით ბაქრაძე ხვალ აშშ-ში და კანადაში გაემგზავრება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით, ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში ერთკვირიანი ვიზიტით გაემგზავრება.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდება.

ასევე მინისტრი შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტში, უშიშროების საბჭოში, ასდევე სენატში და კონგრესში გამართავს.

“ასევე იქნება USAID-ის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს გამოყოს. ჩვენი შეხვედრები მიეძღვნება ჩვენს გეგმებს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ჩვენი ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით და ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მოპოვებას”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები