მინდია ჯანელიძე ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და მდივნის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეხვდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს 13 ივნისს მომხდარი სტიქიით გამოწვეულ შედეგებზე, სალიკვიდაციო სამუშაოებზე და დაზარალებულების მდგომარეობაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის გაღრმავებას უსაფრთხოებისა და კრიზისების მენეჯმენტის მიმართულებით. მინდია ჯანელიძემ დიდი მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ელჩს აქტიური თანამშრომლობისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის კრიზისების მართვის სფეროში.
თავის მხრივ, ქალბატონმა ელჩმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა გააძლიერებს საქართველოსთან თანამშრომლობას. შეხვედრაზე დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები