ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა ფასდაუდებელია

ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა ფასდაუდებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნული ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა.
შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით გამართულ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საღამოს, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საღამოზე რიჩარდ ნორლანდმა მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. აღნიშნული ღონისძიება მისთვის ბოლო ოფიციალური მიღება იყო საქართველოში.
“საქართველოს წინაშე რჩება გამოწვევები, მათ შორის არის რეგიონული უსაფრთხოების თემა. საქართველოში არყოფნის დროსაც მივადევნებ თვალს ამ საკითხს. ელჩები ჩამოდიან და მიემგზავრებიან, ხოლო ამერიკის დამოკიდებულება უცვლელი რჩება. 22 წლის წინ საქართველოში მუშაობის დროს ინტენსიურად მიწევდა ცხინვალის რეგიონში, ოსეთსა და აფხაზეთში ყოფნა. ამ რეგიონის ხალხს, სხვებთან ერთად ვუსურვებ მშვიდობიან თანაცხოვრებას,” – განაცხადა ნორლანდმა.
აღსანიშნავია, რომ რიჩარდ ნორლანდს უახლოეს პერიოდში იან კელი შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები