ეკა ბესელია დავით კეზერაშვილის ახალ ბრალდებას გამოეხმაურა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ახალ ბრალდებას გამოეხმაურა. როგორც ბესელიამ განაცხადა, ამ საქმის გახსნა სერიოზული და მნიშვნელოვანი ფაქტია.
უმრავლესობის წევრი არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ახალი კითხვები გაჩნდეს.
„ამ საქმის გახსნა, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ფაქტია. ამით ალბათ არ დასრულდება, იმიტომ რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით კიდევ სხვა კრიმინალური დანაშაულებრივი სქემები იყო, რომლებიც, იმედი მაქვს, რომ ბოლომდე გაიხსნება – თავად გასხვისების ფაქტიდან დაწყებული, რომელიც ძალიან ბევრ ეჭვსა და კითხვის ნიშანს ტოვებდა და იმ კორუფციული სქემების გახსნით დამთავრებული, რომელზეც დღეს უკვე პირველი ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები