საკრებულოს წევრებზე გასაცემი ხარჯების მაქსიმალური ზღვარი წესდება

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილების შედეგად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე გასაცემი ხარჯების მაქსიმალური ზღვარი წესდება.
ცვლილების მიხედვით, საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც თანამდებობის პირი არ არის, ასანაზღაურებელი ხარჯების რაოდენობა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს, გარდა სამსახურებრივი მივლინებისთვის გათვალისწინებული ხარჯებისა, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს.
აღნიშნული შეზღუდვა თბილისის საკრებულოს წევრებზე არ ვრცელდება.
როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი განმარტავს, ასეთი ხარჯი ხელფასის სახით მიღებულ თანხად არ ჩაითვლება და არ დაიბეგრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები