ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს. ამის შესახებ პრემიერმა გაზეთ “ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„დიახ, სააკაშვილმა ყოვლად უზნეო საქციელი ჩაიდინა, როცა ჩვენი უდიდესი და წმინდა მეფის ძეგლს შეეხო და, მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე, სხვაგან გადაიტანა. ვფიქრობ, რომ მერიამ და საკრებულომ დავით აღმაშენებლის შეგლის თბილისის ცენტრში დაბრუნების საკითხი უნდა განიხილონ, სპეციალისტები მოიწვიონ, საჯარო დისკუსია დაიწყონ და ამაში საზოგადოებაც ჩართონ”, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ველოსიპედის ძეგლს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თანამედროვე სკულპტურების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და არ შეიძლება ჩვენი დიდი მეფის ძეგლს ასე უპასუხისმგებლოდ მოვეპყრათ.