ამერიკული კოსმოსური ხომალდი აფრენის შემდეგ აფეთქდა (ვიდეო)

ამერიკული რაკეტა Falcon 9, რომელსაც ორბიტაზე კოსმოსური ზომალდი Dragon-ი უნდა გაეყვანა, სტარტის შემდეგ აფეთქდა. კოსმოსურ ხომალდს საერთაშორისო სადგურზე ორი ტონა ტვირთი უნდა ჩაეტანა, მათ შორის სურსათი და სხვადასხვა ხელსაწყო. ასევე ხომალდს საერთაშორისო სადგურში სკაფანდრები მიჰქონდა ღია კოსმოსში ასტრონავტების გასასვლელად. სადგურთან მიერთება 30 ივნისს უნდა მომხდარიყო. ახლა ამერიკელი ასტრონავტები დასახული მიზნების შესრულებას ვერ შეძლებენ. ეს კატასტროფა მომდევნო სტარტების გადადებასაც გამოიწვევს. წინასწარი ინფორმაციით, Falcon 9-ის კატასტროფის მიზეზი ჟანგბადის ავზის დაზიანება გახდა.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ავარია განიცადა რუსულმა სატვირთო ხომალდმა „პროგრესმა“, რომელსაც საერთაშორისო სადგურზე ასევე 2 ტონამდე ტვირთი უნდა ჩაეტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები