78 წლის მოხუცი ბალზამირებამდე გაცოცხლდა

  ექიმებმა 78 წლის უოლტერ უილიამსი გარდაცვლილად მას შემდეგ ჩათვალეს, რაც მოხუცს პულსი გაუჩერდა. ოჯახის წევრებმა 78 წლის უოლტერი მისისიპის შტატში, ლეკსინგტონის დამკრძალავ ბიუროში გადაიყვანეს. როდესაც ბიუროს თანამშრომლები მამაკაცის გვამის დასაფლავებისთვის მომზადებას აპირებდნენ, შეამჩნიეს, რომ უილიამსი მოძრაობდა. გარდაცვლილმა მოხუცმა ბალზამირების წინ “გაიღვიძა”. სავარაუდოდ, პენსიონერის პულსის დროებით შეჩერების მიზეზი კარდიოსტიმულატორის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები