მიხეილ ხუბუტია: ამ შემთხვევაში საქართველოს ინტერესებმა აშკარად წააგო

„კომსომოლსკაია პრავდას“ ინტერვიუ რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტთან მიხეილ ხუბუტიასთან.

მნიშვნელოვანი არა თავად ისტორიული მეხსიერებაა, არამედ დასკვნები, რომელიც მის საფუძვლეზე და დროულად კეთდება. როგორი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთს და საქართველოს, კარგი და არც ისე კარგი, თუმცა მტრები არასოდეს ვყოფილვართ. ურთიერთობები „დაძაბულია“ – ეს ძალიან მსუბუქი განსაზღვრებაა. რა ხდება სინმადვილეში, ამის გარკვევა რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ ხუბუტიასთან გადავწყვიტეთ

–    ბატონო მიხეილ, რა ხდება, ვინ არის დამნაშავე? მოდით, ვცადოთ ამის გარკვევა

–  მართალია, შემდეგ უკვე მივხდებით, რა გავაკეთოთ. დამნაშავეა მოვლენები და არა ამჟამინდელი. ეს არის ძირითადად 20 წლის კატაკლიზმები, მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ძალისხმევის ნაყოფი და ჩვენ ახლა ამ უღირსობის კულმინაციას ვხედავთ. მან სააკაშვილთან ერთად მიიყვანა საქართველო აქამდე. როგორ შეიძლება ამერიკამ, რომელიც პლანეტის სხვა კონტინენტზეა, საქართველოს კეთილდღეობას ხელი შეუწყოს? მხოლოდ დოლარებით და მორჩა, დიახ, ეს არ არის ცოტა, თუმცა ეს ცოტაა. პირველ რიგში, არავინ უბრალოდ არაფერ არ იხდის და მეორეც, რამდენი ფაქტორია, სხვადასხვა სახის დეტალი, ნიუანსი, სხვადახვა გარემოება. ამერიკელებს უჭირთ სხვების და ამ შემთხვევაში ქართველები მენტალიტეტის გაგება. ეს არის პროექტი, რომლის სამწუხარო შედეგებს ჩვენ ახლა ვხედავთ.

–   ანუ, კვლავ „ამერიკული კვალი“?

– რა თქმა უნდა, ზოგადად, ისინი რუსეთს მოსვენებას არ მისცემენ, საქართველო კი მორიგი ქვეყანაა, რომელსაც გიგანტების ბრძოლაში იყენებენ. მე 20 წლის წინ მეგობრებთან ვთქვი, რომ მომავალში რუსეთს უკრაინასთან დიდი უსიამოვნებები ექნებოდა, მათ გაიცინიეს და არ დაიჯერეს. სიმართლე გითხრათ, უკეთესი იქნებოდა, ისინი აღმოჩენილიყვნენ მართლები. ახლა ნათელია, რომ შემდეგი ქვეყანა, მას შემდეგ, რაც ამერიკა უკრაინას გაუსწორდება, რომელსაც ევროპული ბედნიერების სჯერა, ამაყი (ასეთი იყო და მსურს, ასეთად დარჩეს) ჯორჯია იქნება. საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა კი ამჟამინდელი კურსის ლოგიკური გამოვლინებაა. შესაძლოა, სულის სიღრმეში ხელმძღვანელობას ასეთი კონფრონტაცია არ სურს, თუმცა ყველაფრისთვის, რაც უკვე ითქვა, უნდა გადაიხადონ და იხდიან კიდეც.

–   ხელმძღვანელობა?

– დიახ, ხელმძღვანელობა ამერიკის ელჩის ხელმძღვანელობით.

–  და ხალხი?

– ხალხი ხომ განსხვავდება ერთმანეთისგან, ნაწილს ოკეანის გაღმა ციური მანანის იმედი აქვს, მეორე ნაწილი ხვდება, რომ ეს კაცობრიობის ისტორიაში ერთხელ იყო და არა ქართველებისთვის, ეს ასეა, თუმცა ახალგაზრდობას სჯერა, უფროსები კი თავიდან არ იბადებიან.

უნდა ვთქვათ, კონკრეტულად როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელობა ასეთ რთულ დროს, აი, მაგალითად, რამ შეუშალა ღარიბაშვილს ხელი ბაქოში პუტინის გაცნობაში? სიამაყემ? ეს არ განიხილება, მაშინ როგორი პრემიერია. ინერციამ? ამერიკელი  ბიძების შიშმა? ასეა ალბათ. ამ შემთხვევაში საქართველოს ინტერესებმა აშკარად წააგო. ის ხომ იმ ქვეყნის ხელმძღვანელია, რომელიც საუკუნეების მანძილზე რუსეთთან ძმურ ურთიერთობაში იყო. თუ ეს ახალგაზრდებმა უბრალოდ არ იციან, პრემიერი უნდა იყოს საქმის კურსში. უნდა მიხვდეს, რომ ხვალ ყველაფერი შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს საერთაშორისო არენაზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დღეს ამის გაგება არ არის.

– ქართველ ახალგაზრდებთან დაკავშირებით ყველაფერი ასე სამწუხაროდ არის?

– სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ: მათ უბრალოდ არ იციან, რა ქვეყანაა ამჟამინდელი რუსეთი. უკეთეს შემთხვევაში სსრკ-ად წარმოუდგენიათ, ადრე ქალაქელმა ახალგაზრდამ აუცილებლად იცოდა რუსული ენა, ახლა ინგლისურს სწავლობენ. დასავლეთის ექსპანსია სრული სვლით ხორციელდება, ჩვენი ხელისუფლების ხელშეწყობით.

რა თქმა უნდა, ცუდი არ არის ინგლისურად საუბარი, ამაზე არავინ დავობს, თუმცა არ შეიძლება ფესვების გადაჭრა, ცხოვრება ამას არასოდეს პატიობს, არ შეიძლება რუსული ენის, კულტურის დავიწყება, რომელიც ათასწლეულების მანძილზე ქართულ კულტურულ სივრცეში ორგანულად არსებობდა…

–  ჩვენ აქ, რუსეთში გვაქვს სამუშაო ადგილები ახალგაზრდებისთვის, რისი ნაკლებობაც არის საქართველოში…

– კატასტროფული მდგომარეობაა ამ მხრივ. მითხარით, სად უფრო მარტივია ქართველი ახალგაზრდის წასვლა – რუსეთში თუ ოკეანის გაღმა. კითხვა პრაქტიკულად რიტორიკულია. მე, როგორც ამ მშვენიერი ქვეყნის მცხოვრები, როგორც ბიზნესმენი და როგორც რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი,  ვადასტურებ, რომ აქ ყველაფერი მარტივია, გასაგებია, უკეთესია, მაგრამ სუფთა სულით უნდა ჩამოხვიდე, სხვანაირად არაფერი გამოვა.

ეს ყველაფერი ასეა, თუმცა რაშია დიდი პრობლემა, თუ საქართველოს ხელისუფლება აგრესიულად არის განწყობილი, როგორც იტყვიან, ღმერთმა განსაჯოს, მაგრამ  რიგით ადამიანებს რუსულ საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობაში ხელს არავინ  უშლის. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საქართველოში რუსულ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, თუმცა ახლა ეს რიტორიკა იცვლება. უკვე არსებობს ის, რაზეც შედარების გაკეთება შეიძლება და ხედვები პოზიტიურისკენ იცვლება.

–  რის შედარებაზე საუბრობთ?

– ქვეყნის ეკონომიკაში საშინელება ხდება, ეს ეკონომიკური კატაკლიზმები ქართველებს დეპრესიულ მდგომარეობაში აყენებს. აქ ახალი არაფერია: როგორი ეკონომიკაცაა, ისეთივეა მოსახლეობის განწყობაც. დაფიქრებაა საჭირო: თურქეთიდან ხილის შემოტანა დაიწყეს! ზოგადად, ამერიკულ გეგმებში საქართველო მომავალში თურქეთის ნაწილია. როდესაც ეს ხალხამდე მივიდა, რუსეთის უფრო ინტენსიური მიგრაცია დაიწყო. აქ ჩაირთო იდეოლოგიური დევნა – სააკაშვილმა საზოგადოება პირდაპირ გაყო რუს ქართველებად და სხვა დანარჩენად. ამ კლოუნის გამო ქვეყანამ ბევრი გადაიტანა. რა თქმა უნდა, ის იყო ნამდვილი „გავლენის აგენტი“, ამერიკელების მიერ განსწავლული და განწყობილი. მათთვის კი სულ ერთია, როგორ ცხოვრობენ და რას განიცდიან ქართველები. და თქვენ ფიქრობთ, ხალხმა ეს ვერ გაიგო? თუმცა რა თქმა უნდა, უკეთესი იყო ყველაფერი უფრო ადრე დამთავრებულიყო.

ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენი ხალხი ადამიანურ, ჰუმანიტარულ კავშირებს არ წყვეტს. მიმდინარეობს მუდმივი კულტურული ურთიერთობები მუსიკის, თეატრის და კინოს სფეროში. თუმცა სახელმწიფოებრივ დონეზე ეს არავის აინტერესებს. ამერიკელები მთლიანად აკონტროლებენ მეინსტრიმს, თუმცა ჩვენთან შესაძლებლობები გაცილებით მეტია, გასაოცარ უმოქმედობას გამართლება არ აქვს.

–  „გარჩევებით“ დავკავდეთ?

– “გარჩევები“ დამთავრდა, ახლა ორივე მხარე არსებულ რეალობას უნდა შეურიგდეს და უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რით არსებობს მსოფლიო. ეს უბრალო სიტყვები არ არის. ახლა საქართველოში რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ხალხის ნახევარი რუსეთთან დაახლოებას დაუჭერს მხარს.

–  ამას სერიოზულად ამბობთ? ყველა დონეზე ასეთი არაღიარებული ურთიერთობების ფონზე?

– სერიოზულად, რა თქმა უნდა, „დასავლური გზის“ ეიფორია ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა მას დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია და ეს ამას ძალიან კარგად ვგრძნობ. რიგით ქართველებთან დიალოგზე უნდა წავიდეთ, ვინც ლოგიკას ანიჭებს უპირატესობას და მეწმუნეთ, ისინი ამას გაიგებენ და თუ ხალხი გაიგებს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე. ეს არაერთხელ აჩვენა ისტორიამ, თუმცა არაფერი ხდება თავისით.

–  „რუსეთში ქართველთა კავშირი“ თუ მონაწილეობს ამ პროცესში?

– რა თქმა უნდა, ვმონაწილეობთ. აქ მცხოვრები ჩემი თანამემამულეების უმრავლესობა ყველაფერს იგებს, ხედავს და ესმის, ისინი თეთრზე არასოდეს იტყვიან, რომ შავია. ჩვენ კავშირს ამ პრიორიტეტების საზოგადოებამდე მიტანა რჩება მხოლოდ.

– როგორ?

– ძირითადად – ჰუმანიტარული თვალსაზრისით.  მუდმივი კონტაქტები თეატრალურ სფეროში, ჩვენი სიამაყე „თბილისობა“, სამხატვრო გალერეა, ფილმი „ხატი“, ძეგლი „პოკლონაია გორაზე“… ეს ყველაფერი ჩვენ საიტზეა – გეორგიანს.რუ. კავშირები გაწყვეტილი არ არის, მაგრამ ყველაზე მთავარი პროექტი ახლა სოჭში „კავკასიური სახლის“ გახნაა.

–  რა არის ამაში განასკუთრებული? კულტურის მორიგი სახლი, ასეთი ხომ ბევრია

– ამაშია საქმე, ეს არ არის შენობა, ეს არის საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელშიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ყველა ეთნოსი თანაბარ საფუძველზე მიიღებს მონაწილეობას. თუმცა მოძრაობა შეიძლება ამაო აღმოჩნდეს, თუ მასში რუსული სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას. პირველ რიგში, მან აუცილებლად უნდა შეიმუშაოს დოქტრინა.  ვიმედოვნებ, ეს პროექტი ამ რეგიონში სამომავლოდ ნეგატიური მოვლენების მეხამრიდად იქცევა, გლობალურ პროექტებსაც აქვს თავისი სუსტი წერტილი. ამ შემთხვევაში ეს ჩვენი საუკუნოვანი ძმობაა, რომელიც არ მჯერა, რომ უკვალოდ გაქრა. ქართველები და რუსები ყოველთვის მეგობრობდნენ და ეს ყველაფერი არ არის დაკარგული.

წყარო: “Front News”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები