ზვიად ძიძიგური: თავისუფალმა დემოკრატებმა იჩქარეს, როცა ჩვენგან წავიდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და ეს ასეც იქნება, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა “არჩევანში” საუბრისას გააკეთა.
როგორც ძიძიგური აცხადებს, ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და იდგმევა ნაბიჯებიც, რომ სასასამართლო კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს.
მისივე თქმით, პროცესში არსებობს ხარვეზებიც, რომელიც მისთვის სრულიად რეალურია.
“ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. ამ მხრივ ჩვენ ვმუშაობთ. ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს და კიდევ გადავდგამთ. მე ამ ჭორაობაში ვერ ჩავერთვები. თავისუფალმა დემოკრატებმა იჩქარეს, როცა ჩვენგან წავიდნენ. უნდა დალოდებოდნენ და ახლაც უნდა დაეოლოდონ სასამართლოს მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მე მინდა, ხაზი გავუსვა და ვთქვა, რომ სასამართლო დამოუკიდებლობას საფრთხე არ დაემუქრება. რა თქმა უნდა, იქნება ხარვეზები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენ ხარვეზების არ გეშინია,” – აცხადებს ზვიად ძიძიგური.