ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში პროექტის გეოლოგიური დასკვნა არ აღმოჩნდა

პროკურატურამ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა, დოკუმენტაციაში პროექტის გეოლოგიური დასკვნა არ აღმოჩნდა – ამის შესახებ გაზეთი “კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში წერს.
გამოცემის ცნობით, 2009 გამოაცხადა ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტის შედგენაზე, რომელშიც სამი კომპანია მონაწილეობდა: “ტერიტორიათა განვითარების სააგენტო „თბილქალაქპროექტი”, “ტრანსპროექტი” და “საქგზამეცნიერება”. გამარჯვებულად ეს უკანასკნელი დასახელდა, რომლის პროექტითაც ახალი გზა უფრო სწრაფად და იაფად აშენდებოდა. მშენებლობა კი ყოფილმა ხელისუფლებამ 2005 წელს დაარსებულ კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტს” ანდო, რომელსაც სააკაშვილის მიერ დასაქმების სახელმწიფო მინისტრად დანიშნული პაატა ტრაპაიძე ხელმძღვანელობდა.
“პროკურატურამ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა. საინტერესოა, რომ დოკუმენტაციაში პროექტის გეოლოგიური დასკვნა არ აღმოჩნდა(!) – ის დოკუმენტების ნუსხაში ფიგურირებს, თუმცა, კეთილმოწყობის სამსახურის არქივში არ არის. შესაძლოა, დასკვნა პროექტის შემსრულებელ კომპანიას ჰქონდეს ან საერთოდ არც არსებობდეს. ვერეს ხეობაში 3 კილომეტრამდე გზის წლის 8 მაისს თბილისის მერიამ ტენდერი აშენების იდეა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიბადა. “გორპროექტმა” რამდენიმე სამუშაო პროექტიც შექმნა, თუმცა, ამის იქით საქმე აღარ წასულა. თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედნის დაკავშირების იდეა ყოფილმა ხელისუფლებამ “გააცოცხლა”. მიხეილ სააკაშვილის მოწადინების მთავარი მიზანი ქალაქში საცობების პრობლემის მოხსნა იყო, მაგრამ ასეთი მასშტაბური მშენებლობისთვის ვერეს ხეობა დეტალურ გეოლოგიურ კვლევას საჭიროებდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ სულელური გადაწყვეტილება მიიღო – გზა რაც შეიძლება სწრაფად და იაფად უნდა გაყვანილიყო! 2009 გამოაცხადა ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტის შედგენაზე, რომელშიც სამი კომპანია მონაწილეობდა: “ტერიტორიათა განვითარების სააგენტო თბილქალაქპროექტი”, “ტრანსპროექტი” და “საქგზამეცნიერება”. გამარჯვებულად ეს უკანასკნელი დასახელდა, რომლის პროექტითაც ახალი გზა უფრო სწრაფად და იაფად აშენდებოდა. მშენებლობა კი ყოფილმა ხელისუფლებამ 2005 წელს დაარსებულ კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტს” ანდო, რომელსაც სააკაშვილის მიერ დასაქმების სახელმწიფო მინისტრად დანიშნული პაატა ტრაპაიძე ხელმძღვანელობდა“,- წერს “კვირის პალიტრა“.
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია გამოცემასთან აცხადებს,რომ დოკუმენტაციაში, რომელიც ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მშენებლობას ეხება, რამდენიმე უცნაური გარემოება აღმოჩნდა.
“მაგალითად, მანამდე გზა ფიზიკურად არ არსებობდა, დოკუმენტებში კი სამუშაო გატარებულია, როგორც არსებული გზის რეაბილიტაცია და არა ახალი გზის მშენებლობა. მოგეხსენებათ, ახალი გზის გაყვანა ბევრ კვლევას, დასკვნასა და შეთანხმებას საჭიროებს. რეალურად ვაკე-საბურთალოს ჩქაროსნული მაგისტრალი მეხუთე კატეგორიის გზაა, რომლის მშენებლობა ეკონომიკის სამინისტროსთანაც კი უნდა შეთანხმებულიყო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავისი კომპეტენტური აზრი უნდა გამოეთქვათ და დასკვნა წარმოედგინათ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურსა და ზონალურ საბჭოსაც, რადგან მშენებლობა სარეკრეაციო ზონაში მიმდინარეობდა. არც ერთ ამ უწყებაში პროექტი განსახილველად არ შესულა, რადგან “გზის რეაბილიტაცია” ამას არ საჭიროებდა. სწორედ ეს არის გამოსაძიებელი: რატომ წარიმართა ასე უკუღმართად გზის მშენებლობა და რატომ ცდილობდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ყველაფრის ასე სწრაფად გაკეთებას? ტენდერში გამარჯვებული “საქგზამეცნიერების” პროექტისგან განსხვავებით, ორივე სხვა მონაწილის პროექტები ვერეს ხეობაში ავტომაგისტრალის ხიმინჯებით შესვლას გულისხმობდა”, -აცხადებს სამუშია.
აღნიშნულ საკითხზე “კვირის პალიტრა” თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელ ნინო ღოღობერიძესაც ესაუბრა. მისი განცხადებით, შესაბამის ტენდერში დამარცხებული პროექტები ვერეს ხეობაში ახალი გზის ხიდებით შესვლას ითვალისწინებდა.
„ოფიციალურად ეს პროექტი გატარდა, როგორც თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი. თამარაშვილის ქუჩაზეც და გმირთა მოედანზეც ნამდვილად რეკონსტრუქცია ჩატარდა, მაგრამ მათი დამაკავშირებელი გზა არ არსებობდა და თავიდან აშენდა. მიუხედავად ამისა, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ტენდერი გზის რეკონსტრუქციაზე გამოაცხადა. სამ პრეტენდენტს შორის ძალიან დიდი ფასთა სხვაობა იყო. ერთ კომპანიას პროექტის განხორციელების ღირებულებად მითითებული ჰქონდა დაახლოებით 165 მილიონი ლარი, მეორეს დაახლოებით 158 მილიონი, ხოლო მესამეს – 85 მილიონი. ტენდერში გამარჯვებული კი, სამწუხაროდ, ფასით განისაზღვრება. 85-მილიონიანი პროექტი გზის აგებას 1,5 წელიწადში ითვალისწინებდა. ტენდერში დამარცხებული პროექტები ვერეს ხეობაში ახალი გზის ხიდებით შესვლას ითვალისწინებდა. ანუ გზა ზედაპირიდან მაღლა იქნებოდა აწეული. ცხადია, ასეთი კონსტრუქციები უფრო ძვირი ღირს და რთული შესასრულებელია“, –აცხადებს ღოღობერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები